კევინ დურანტი ორაკლ არენას ემშვიდობება (ფოტო)

801
ნახვა

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელი, კევინ დურანტი “ორაკლ არენას” ემშვიდობება.

სწორედ აღნიშნულ არენაზე ატარებდა “უორიორსი” საშინაო თამაშებს.

საქმე იმაშია, რომ “გოლდენ სტეიტი” მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ახალ, Chase Center-ში გადადის. ახალაშენებული არენის ტევადობა 18 064 იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გამთენიისას, “გოლდენ სტეიტი” შინ “ტორონტოსთან” 110:114 დამარცხდა და სერია ანგარიშით, 2:4 დათმო.

“ორაკლ არენაზე” ბოლო თამაშის შემდეგ კი, ტრავმირებულმა კევინ დურანტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: “არასდროს დამავიწყდები.” 

(801)

კევინ დურანტი ორაკლ არენას ემშვიდობება (ფოტო)

სტატიის ავტორი
-