Belive

კევინ დურანტი საფეხბურთო კლუბის მეწილე გახდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა კევინ დურანტი, სპორტული უქმობის ჟამს საზოგადოების ყურადღებას "ახალი შენაძენით" იპყრობს. ამერიკელმა კალათბურთელმა გადაწყვიტა, რომ MLS-ის მონაწილე საფეხბურთო კლუბებიდან ერთ-ერთის, კერძოდ "ფილადელფია იუნიონის" წილი შეეძინა.
"მე და ჩემი, როგორც კევინ დურანტის გუნდის წევრები, ყველაფერს გავაკეთებთ საფეხბურთო კლუბთან წარმატებული თანამშრომლობისათვის" "ევროპული ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ახლა უკვე ვხედავ, რომ სპორტს ეს სახეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება, სწორედ ეს გახდა ჩემთვის ინტერესის სფერო", - განაცხადა "ბრუკლინ ნეთსის" კალათბურთელმა.
დურანტსა და "ფილადელფია იუნიონს" შორის დადებული კონტრაქტი იმასაც ითვალისწინებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მას აქციათა გაორმაგება შეეძლება, რაც დამატებით 5%-ის შეძენას გულისხმობს.

სხვა სტატიები