Belive

კევინ დურანტის უარი გოლდენ სტეიტის შეთავაზებულ კონტრაქტს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კალათბურთელი კევინ დურანტი 2-წლიანი ჩემპიონობისა და მე-3 წელს სუპერფინალში მარცხის შემდეგ "გოლდენ სტეიტში" დარჩენის სურვილით აღარ გამოირჩევა, ვინაიდან მან უარყო კონტრაქტი, რომელის თანახმადაც 31.5 მილიონი დოლარი უნდა მიეღო ერთ სეზონში. კევინ დურანტის შენარჩუნებისათვის ოქროს ქალაქელებს ახალი კონტრაქტის შეთავაზების გაკეთება შეუძლიათ, რომლის თანახმადაც კალათბურთელი 5 წელიწადში 221 მილიონ დოლარს მიიღებს, იმ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდება დურანტის მიმართ სხვა ნებისმიერი გუნდისაგან მაქსიმალური შეთავაზება 4-წლიანი კონტრაქტის თანახმად 164 მილიონი დოლარი იქნება. 2018/19 წლების რეგულარულ სეზონში კევინ დურანტის საშუალო მონაცემები ასეთია - 26 ქულა, 6.4 მოხსნა, 5.9 შედეგიანი გადაცემა და 1.1 ბლოკი (საშუალოდ თითო თამაშში). პლეი-ოფის მონაცემებით კი ის თითო თამაშში საშუალოდ 32.3 ქულას, 7.7 მოხსნას, 4.5 შედეგიანი გადაცემასა და 1 ბლოკს უყრიდა თავს.

სხვა სტატიები