Belive

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საკალათბურთო სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ამერიკელ კალათბურთელს - კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე ცნობილია, რომ მასთან ერთად კორონავირუსი, მის 3 თანაგუნდელს დაუდგინდა, თუმცა ჯერჯერობით "ბრუკლინი" მათ ვინაობას არ ასაჯაროვებს.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა თავად კალათბურთელიც: "თავს გაუფრთხილდით და ამ ამბავს აუცილებლად გადავიტანთ". - განაცხადა კევინ დურანტმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით უკვე არაერთი NBA-ს ვარსკვლავია ინფიცირებული: რუდი გობერი, დონოვან მიჩელი ("იუტა") და კრისტიან ვუდი ("დეტროიტი"). ამ კალათბურთელებს კი რამდენიმე წუთის წინ კევინ დურანტი მიემატა.  

სხვა სტატიები