Belive

კევინ ლავის ღირსეული და სამაგალითო საქციელი

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
კლივლენდ "კავალიერსისა" და აშშ-ს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, 32 წლის კევინ ლავმა, სამაგალითო საქციელი ჩაიდინა. რამდენიმე წუთის წინ, მან ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ იგი 100 ათას დოლარს გადარიცხავს იმ ადამიანებისთვის, ვინც "კავალიერსის" დარბაზში მუშაობით დღიურ ანაზღაურებას იღებენ და თამაშების გადადების გამო სამსახურში ვერ დადიან. შეგახსენებთ, რომ NBA გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან "იუტას" კალათბურთელებს - რუდი გობერსა და დონოვან მიჩელს კორონავირუსი დაუდგინდათ.

სხვა სტატიები