ხმა მიეცით თორნიკე შენგელიას ევროლიგის დეკადის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში

“ბასკონიას” ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას ევროლიგის დეკადის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს. ევროლიგა EuroLeague All-Decade Team-ის გამოკითხვას ატარებს ფანებს შორის და 50 კანდიდატს შორის ერთი ქართველია.

როგორ მივცეთ ხმა თორნიკე შენგელიას?

ამისთვის საჭიროა:

1. დავრეგისტრირდეთ ევროლიგის საიტზე.

2. გადავიდეთ ხმის მიცემის ლინკზე.

3. სულ 10 მოთამაშე მოვნიშნოთ (შენგელიასთან ერთად) პოზიციებზე ლიმიტი არ არსებობს.

4. შევიყვანოთ ელექტრონული ფოსტა და პაროლი.

5. დავაჭიროთ ღილაკს send vote.

ხმის მიცემა შესაძლებელია 17 თებერვლამდე (ხმის მიცემა შესაძლებელია დღეში ერთხელ).

ფანების არჩევანი საბოლოო არ არის, ათწლეულის გუნდის შერჩევისთვის მას 25%-იანი ძალა აქვს. დღეისათვის ვასილის სპანულისი 7%-ით ლიდერობს. შემდეგ მოდიან: კაილ ჰაინსი, დიმიტრის დიამანტიდისი, გეორგიოს პრინტეზისი, ნანდო დე კოლო და სხვები.

თონრიკეს ჯერჯერობით ხმების მხოლოდ 1.46 % აქვს და ამ მაჩვენებლით ათეულში ვერ ხვდება.

წყარო: gbf.ge

(197)

ხმა მიეცით თორნიკე შენგელიას ევროლიგის დეკადის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში

სტატიის ავტორი
-