Belive

კლეი ტომპსონის დაბრუნების თარიღი ცნობილია?!

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" ლიდერი - კლეი ტომპსონი ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტომპსონი "კლივლენდის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2018-19 წლების სეზონის ფინალის მე-6 შეხვედრაში, ტომპსონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგა. დაახლოებით 30-თვიანი პაუზის შემდეგ, "გოლდენ სტეიტისა" და სრულიად NBA-ს გულშემატკივრებს შესაძლებლობა ეძლევათ სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის დუეტი კვლავ იხილონ. "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" დაპირისპირება 10 იანვარს, თბილისის დროით, 05:30 საათზე შედგება.

სხვა სტატიები