კლიპერსი დააჯარიმეს – რატომ არ ითამაშა ლეონარდმა? 

5
ნახვა

NBA-ს ხელმძღვანელობამ “ლოს ანჯელეს კლიპერსის” დაჯარიმება გადაწყვიტა. საქმე ისაა, რომ “ანგელოზთა ქალაქის” გუნდმა რეგულარული გათამაშების ერთ-ერთ შეხვედრაში ლიდერის, კავაი ლეონარდის დასვენება გადაწყვიტა.

კლიპერსმა” ფორვარდი ტრავმირებული კალათბურთელების სიაში შეიყვანა, თუმცა მოქმედი ჩემპიონი და წინა გათამაშების ფინალების MVP სავსებით ჯანმრთელი იყო და “მილოუკი ბაქსთან” წაგებული მატჩი (129:124) დასვენების მიზნით გამოტოვა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მმართველებმა აღნიშნულის გამო, “კლიპერსი” 50 000 დოლარით დააჯარიმეს.

კავაი ლეონარდი ორი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელია. მან ტიტული პირველად “სან ანტონიოსთან“, მეორედ კი “ტორონტოსთან” ერთად მოიგო.

 

(5)

კლიპერსი დააჯარიმეს – რატომ არ ითამაშა ლეონარდმა? 

სტატიის ავტორი
-