Belive

კლიპერსის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"კლიპერსს" სულ მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გავლენიანი ამერიკული გამოცემების თანახმად, ლოს-ანჯელესურ გუნდს ამიერიდან ტაირონ ლიუ უხელმძვანელებს. მხარეები ცოტა ხანში შეთანხმების დარჩენილ დეტალებზე შეთანხმდებიან, რის შემდეგაც 43 წლის სპეციალისტთან 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ "კლიპერსის" მწვრთნელი დოკ რივერსი იყო, თუმცა ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, "დენვერთან" მარცხის (3:4) შემდეგ პოსტიდან გაათავისუფლეს. ტაირონ ლიუ ბოლოს სწორედ რივერსის ასისტენტი იყო "კლიპერსში", ახლა კი გუნდთან ერთად წარმატების მიღწევას ის მთავარი მწვრთნელის რანგში შეეცდება.

სხვა სტატიები