Belive

კლიპერსის მწვრთნელის 900 გამარჯვება 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

8 ნოემბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდს" - 107:101 მოუგო. ლოს ანჯელესელთა მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსისთვის ეს NBA-ში, მე-900 გამარჯვება იყო. ამ მაჩვენებლით, "კლიპერსის" მეთაური ისტორიაში მე-13 გახდა. მე-12 ადგილზე დიკ მოტია, რომლის შედეგსაც რივერსს 35 მოგება აშორებს. პირველ პოზიციას 1335 მოგებით დონ ნელსონი იკავებს. "კლიპერსამდე"  რივერსი "ორლანდო მეჯიქს" და "ბოსტონ სელტიქსს" წვრთნიდა, ამ უკანასკნელთან ერთად კი 2009/07 წლების სეზონში ჩემპიონობაც მოიპოვა.

სხვა სტატიები