Belive

კლიპერსმა იუტას 26 ქულით მოუგო და სერიაში სხვაობა შეამცირა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფლეიოფის ნახევარფინალური სერიის მე-3 შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა'' ,,იუტა ჯაზს'' უმასპინძლა და 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 132:106 დაამარცხა. შედეგად, ტაირონ ლუს გუნდმა მეტოქეს პირველი მატჩი მოუგო - 1:2. ,,კლიპერსს'' კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 38 წუთში 34 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 31 ქულა, 5 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო პოლ ჯორჯის ანგარიშზე. ,,იუტას'' შემადგენლობაში კვლავ დონოვან მიტჩელი გამოირჩა - უკანახაზელმა 30 ქულას, 5 მოხსნას, 4 პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა სამშაბათს, 15 ივნისს, კვლავ ლოს ანჯელესში გაიმართება.

სხვა სტატიები