Belive

კობი ბრაიანტი: "არსებობენ ქალი კალათბურთელები, რომლებსაც მამაკაცთა NBA-ში თამაში შეუძლიათ" 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდას კობი ბრაიანტს მიაჩნია, რომ ქალთა NBA-ში არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მამაკაცთა ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. "ვფიქრობ, რომ ქალთა NBA უკვე იმ დონეზეა, რომ იქ არის რამდენიმე ისეთი კალათბურთელი, რომელსაც მამაკაცებთან ერთად თამაში შეუძლიათ. იქ ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელიც დონით მამაკაცების საშემსრულებლო ოსტატობას არ ჩამოუვარდება, მაგალითად: დიანა ტორსი, მეია მური, ელენა დელა დონი. ესენი დიდებული კალათბურთელები არიან, რომელთაც მამაკაცთა NBA-ში თამაში შეეძლოთ",-თქვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიგის ხუთგზის ჩემპიონმა. ბოლო წლებში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში ქალთა ჩართულობა აქტიურად იზრდება, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე სამსაჯო და ტექნიკურ სტრუქტურაში.

სხვა სტატიები