Belive

კობი ბრაიანტი იუბილარია

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის კობი ბრაიანტის დაბადების დღეა, მას 40 წელი შეუსრულდა. 198 სმ სიმაღლის მსროლელმა კარიერა 2016 წელს დაასრულა, იგი 1996 წლის დრაფზე მე-16 არჩევნად შარლოტ ჰორნეტსის საკუთრება გახდა, თუმცა იმ ზაფხულშივე ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში გადაბარგდა, სადაც 20 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა გუნდს და ოქროს ასოებით შევიდა, როგორც ამ გუნდის, ასევე ზოგადად კალათბურთის ისტორიაში. კობის აქტივშია ხუთი NBA-ს ჩემპიონის ტიტული, როდესაც მოკლედ მიმოვიხილავთ კობის კარიერას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ვარსკვლავების მატჩი (ALL STAR) 11-ჯერ აქვს ჩატარებული სადაც MVP-ს ტიტული 4-ჯერ მოიპოვა, რაც შეეხება სეზონის MVP-ს ტიტულს, იგი კობიმ 2008 წელს მოიპოვა. კობის კარიერის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 25 ქულა მატჩში, 5.2 მოხსნა და 4.7 ასისტი გახლდათ.

სხვა სტატიები