Belive

კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი და ტიმ დანკანი - "დიდების დარბაზში"

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რამდენიმე საათის წინ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2020 წელს NBA-ის "დიდების დარბაზში" კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი და ტიმ დანკანი მოხვდებიან. აღნიშნულ ფაქტს, საკმაოდ დიდი გამოხმაუარება მოჰყვა. პირველ რიგში ამის მიზეზი გარდაცვლილი კობი ბრაიანტია, რომელიც კიდევ ერთ საყოველთაო აღიარებას თავად ვერ დაესწრება. 2020 წლის "დიდების დარბაზის" წევრები ასეთია: კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი, ტიმ დანკანი, ტამიკა ქეთჩინგსი, კიმ მალკი, ბარბარა სტივენსი, ედი სატონი, რუდი ტომიანოვიჩი და პატრიკ ბაუმანი.

2020 წლის "Hall of fame" (დიდების დარბაზი) ცერემონიალი აგვისტოშია ჩანიშნული, თუმცა რამდენად მოხერხდება ამ პერიოდისათვის აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ამ ეტაპისათვის ბურუსითაა მოცული, ვინაიდან კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად მძვინვარებს.  

სხვა სტატიები