Belive

კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში ფინიქსმა კლიპერსს მოუგო (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ,,ფინიქს სანსმა'' ,,ლოს ანჯელეს კლიპერსი'' 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:114 დაამარცხა. ,,სანსს'' დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 44 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა - 40 ქულა, 13 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. 20 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი იყო დეანდრე ეიტონის ანგარიშზე. ,,კლიპერსის შემადგენლობაში 34 ქულით, 5 პასით, 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პოლ ჯორჯი გამოირჩა. 24 ქულას, 6 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი რეჯი ჯექსონმა. გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ივნისს, კვლავ ფინიქსში გაიმართება.

სხვა სტატიები