Belive

კონტრაქტი კოლოსალური ანაზღაურებით - დენვერი და იოკიჩი გასაოცარი გარიგების ზღვარზე

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, “გოლდენ სტეიტი” “დენვერს” დაუპირისპირდა. ოკლენდში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 102:98 დასრულდა. ოკლენდელებმა სერიაში 4:1 გაიმარჯვეს და 1/4-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც “მემფისსა” და “მინესოტას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს (30 ქულა, 19 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა) თუმცა სერბი ვარსკვლავის გარჯა ამაო აღმოჩნდა. გავლენიანი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "დენვერსა" და სერბ ცენტრს შორის, კონტრაქტის 5 წლით გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ტაბლოიდებში გავრცელებული ინფორმაციით, განახლებულ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდთხვევაში, იოკიჩი კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს, რომლის მსგავსიც NBA-ს ისტორიას არ ახსოვს - საუბარია $260 მილიონზე, რომელსაც იოკიჩი "ნაგეტსისგან" მიიიღებს. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ნიკოლა იოკიჩს კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ჰკითხეს. იოკიჩმა აღნიშნა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას სიამოვნებით მოაწერს ხელს, რადგან "დენვერში" თავს შესანიშნავად გრძნობს, იდეალური ურთიერთობა აქვს ორგანიზაციის თითოეულ წევრთან და სჯერა, რომ გუნდის შენების პროექტი წარმატებული იქნება.

სხვა სტატიები