Belive

კონტრაქტი კოლოსალური ანაზღაურებით – დენვერი და იოკიჩი რეკორდულ გარიგებაზე შეთანხმდნენ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "დენვერ ნაგეტსმა" და ნიკოლა იოკიჩმა კონტრაქტის 5 წლით გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, იოკიჩი 5 წლის განმავლობაში, $264 მილიონს მიიღებს, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა დროის რეკორდია. სერბმა ცენტრმა მოლაპარაკებების დაწყების საწყის ეტაპზევე განაცახადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელს სიამოვნებით მოაწერს, რადგან “დენვერში” თავს შესანიშნავად გრძნობს, იდეალური ურთიერთობა აქვს ორგანიზაციის თითოეულ წევრთან და სჯერა, რომ გუნდის შენების პროექტი წარმატებული იქნება. გავლენიანი ტაბლოიდების მტკიცებით, გარიგება, რომლის მსგავსიც NBA-ს ისტორიას არ ახსოვს – უკვე გაოფიციალურდა!
291368016_5871294019567888_1762082708307940901_n

NBA-ს 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე - რეგულარული სეზონის, ზედიზედ 2-გზის MVP-ი, ნიკოლა იოკიჩი ევრობასკეტზე იასპარეზებს და სერბეთის საკალათბურთო ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

სხვა სტატიები