Belive

კორკმაზთან მომხდარი ინციდენტის გამო, ბითაძეს სტვენით შეხვდნენ

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ფილადელფიასა" და "ინდიანას" დაპირისპირება შედგა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 120:106 დასრულდა.

"ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, გოგა ბითაძემ პარკეტზე 20:45 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, "პეისერსის" ქართველმა ცენტრმა 3 ქულის, 3 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "Wells Fargo Center"-ში, გოგა ბითაძეს არც ისე სახარბიელო დახვედრა მოუწყვეს. მიზეზად კი ევრობასკეტზე, ფურკან კორკმაზთან მომხდარი ინციდენტი სახელდება. ბითაძის პარკეტზე გამოჩენას, "ფილადელფიას" გულშემატკივართა მხრიდან სტვენა მოჰყვა, თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი უსიამოვნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მომენტში "ფილადელფიას" კალათბურთელსა და ბითაძეს შორის ერთგვარი Trash talk-ი შედგა, რა დროსაც ნიანგმა ბითაძეს უთხრა: "არ მაიძულო, რომ ჩემს მეგობარ ფურკანს დავუძახო".

შეგახსენებთ, საქართველოსთან მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრების ლიდერმა ფურკან კორკმაზმა პირველი კომენტარი გააკეთა. კორკმაზმა რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, პროტესტის დაფიქსირება გადაწყვიტა. საუბარია დუდა სანაძესთან მომხდარ ინციდენტზე, პარკეტიდან გაძევებასა და გასახდელში მომხდარ ჩხუბზე, რომლის დროსაც, კოკრმაზის მტკიცებით, 5 ადამიანი დაუპირისპირდა.

კორკმაზმა თავდასხმაში მონაწილე პირებს შორის, გოგა ბითაძეც დაასახელა.

სხვა სტატიები