Belive

კორონავირუსი - თბილისში გასამართი ევრობასკეტი შეიძლება გადაიდოს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სამწუხაროდ, გუშინ კორონავირუსის გამო, მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადადო, რამაც მსოფლიოს სპორტული ღონისძიებების კალენდარში, დიდი ცვლილება შეიტანა. როგორც ცნობილია, 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, საქართველო გახლავთ. დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ხსენებული ღონისძიება  1 წლით გადაიდოს. ერთადერთი კარგი გადადებაში ის გახლავთ, რომ დღესდღეობით თბილისში ახალი დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში თუ ევროპის ჩემპიონატი გადაიდება, თბილისი, გათამაშებას სულ ახალი თანამედროვე დარბაზით შეხვდება. შეგახსენებთ, ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში უნდა გაიმართოს - საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, იტალია.

სხვა სტატიები