Belive

კრის პოლმა NBA-ს პლეი-ოფის რეკორდი დაამყარა 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ოკლაჰომას" გამთამაშებელმა კრის პოლმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე უხუცესი მოთამაშე გახდა, რომელმაც NBA-ს პლეი-ოფის სერიის მეშვიდე შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა. ეს დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ მოხდა, სადაც პოლმა 19 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა მოაგროვა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა ეს მის გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა და საბოლოოდ, დრამატულად - 102:104 დამარცხდა. ამ შედეგის დაფიქსირების მომენტში პოლი 35 წლის და 119 დღის გახლდათ, ხოლო აქამდე მოქმედი რეკორდი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა, ვინც პლეი-ოფში სამმაგი დუბლი 31 წლის და 172 დღის ასაკში გაიფორმა, მაშინ "მეფე" "კლივლენდ კავალიერსში" თამაშობდა. უფრო ადრე რეკორდსმენი ასევე "ლეიკერსის" ლეგენდარული გამთამაშებელი ჯერი ვესტი გახლდათ, რომელმაც ამ შედეგს 30 წლისა და 342 დღისამ მიაღწია. ნახევარფინალში "რაკეტების" მეტოქე სწორედ ლებრონი და კამპანია იქნება. პირველი შეხვედრა 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები