Belive

19 წლის ლამელო ბოლმა შეიძინა ის კლუბი, რომელშიც იგი თამაშობს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს პოტენციურმა დრაფტის პირველმა ნომერმა - ლამელო ბოლმა, რომელიც "ნიუ-ორლეანსის" კალათბურთელის - ლონზო ბოლის ძმაა, ავსტრალიური კლუბი შეიძინა, სადაც ახლა თავად თამაშობს. ლამელო ბოლის გუნდი, ავსტრალიული "ილავარა ჰოუქსია". ლამელოსთან ერთად კლუბი ასევე შეიძინა მისმა მენეჯერმა - ჟერმეინ ჯექსონმა. კლუბის შეძენა კი მათ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ილავარას" ფინანსურად სერიოზული პრობლემები შეექმნა. ნიჭიერი და ძალიან პერსპექტიული 19 წლის ამერიკელი გამთამაშებელი, ავსტრალიულ კლუბში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, მას შემდეგ 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც საშუალოდ მისი მონაგარი: 17 ქულა, 7.5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლამელო ბოლს სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან NBA-ში ვიხილავთ.  

სხვა სტატიები