Belive

ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ისტორიაში ოქროს ასოებით კიდევ ერთხელ ჩაეწერა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ლებრონ ჯეიმსი ანუ მეფე, რომელიც უკვე მეორე სეზონია "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავს, გუშინ ღამით "ოკლაჰომას" წინააღმდეგ წარსდგა პარკეტზე. აღნიშნული შეხვედრა ლებრონისთვის ისტორიული გამოდგა, გამომდინარე მისი შედეგიდან, მან წლევანდელ სეზონში მეხუთედ სამმაგი დუბლი შეასრულა. საქმე იმაშია, რომ აქამდე ლებრონს NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა სამმაგი დუბლი შესრულებული, "ოკლაჰომას" გარდა, გუშინ ღამით კი მან აღნიშნული სია სრულად შეავსო და ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა ვინც, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა გუნდის წინააღმდეგ შეასრულა სამმაგი დუბლი. თამაშის შემდეგ ლებრონმა განაცხადა, რომ აღნიშნულით თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა. ახალ სეზონში "ლეიკერსი" 12 მოგებითა და 2 მარცხით NBA-ში ამჟამად საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს.  

სხვა სტატიები