NBA-ის სუპერვარსკვლავმა – ლებრონ ჯეიმსმა, ბევერლი ჰილსზე მორიგი ფეშენებელური ვილა შეიძინა. რიგით მესამე და ყველაზე ძვირადღირებული ვილის შეძენა, ლებრონ ჯეიმსს $39 მილიონი დაუჯდა.
ლებრონის ახალ ვილას საკუთარი ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და მდიდრული კინოთეატრი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ვილიდან ლოს-ანჯელესის ცენტრსა და სანტა მონიკას მთაზე შესანიშნავი ხედები იშლება – ლებრონის მეზობალად კი ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი ცხოვრობს.
LeBron James has purchased a Beverly Hills mansion that was last listed at $39 million, per @darrenrovell
The 13,000 sq-foot property includes a lighted tennis court, a screening room and seven fireplaces.
This is the third LA County mansion that LeBron has bought. pic.twitter.com/lP8EyttX0p
— Top Ball Coverage (@TopBallCoverage) July 4, 2020
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში ლებრონ ჯეიმსი უკვე ფლობს ორ ვილას – $23 მილიონად შეფასებული ვილა, რომელსაც საკუთარი ღვინის სარდაფი აქვს და მედია საშუალებების მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის დროს, ლებრონის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა და $21 მილიონად შეფასებული მეორე ვილა.
ლოს-ანჯელესის პარალელურად, ლებრონ ჯეიმსი მაიამიში $13 მილიონად შეფასებულ ვილას ფლობს, რომელიც აუქციონზე გასაყიდადაა გამზადებული.