Belive

ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე მატჩი ჰიუსტონის წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსისა" და "ჰიუსტონის" დაპირისპირება შედგა.

ლოს ანჯელესში, "Crypto.com Arena"-ზე გამართული უხვქულინი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 140:132 დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ "ლეიკერსის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა - ლებრონ ჯეიმსმა დაიდო.

პარკეტზე გატარებულ 35:51 წუთში, ლებრონმა 48 ქულის, 8 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ "ჰიუსტონის" წინააღმდეგ დაგროვებული 48 ქულის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსმა კარიერის მორიგ ბრწყინვალე ნიშნულს მიაღწია. ლებრონს NBA-ის ყველა ფრენჩაიზის წინააღმდეგ მინიმუმ 1 მატჩი მაინც აქვს ჩატარებული, რომელშიც 40+ ქულა დააგროვა. ერთადერთ გამონაკლისს "ლოს ანჯელეს კლიპერსი" წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგაც "მეფეს" 40 ქულიანი ნიშნული ჯერ არ გადაულახავს.

სხვა სტატიები