ლებრონ ჯეიმსის უნიკალური რეკორდი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ლეიკერსისა” და “კლიპერსის” დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში, “Crypto.com Arena”-ზე გამართული სანახაობრივი მატჩი, “ლეიკერსის” მარცხით 115:133 დასრულდა.

“კლიპერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ლებრონ ჯეიმსმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. “მეფემ” პარკეტზე გატარებულ 32:35 წუთში 46 ქულის, 8 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

გამორჩეული პერფორმანსის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსმა კარიერის მორიგ ბრწყინვალე ნიშნულს მიაღწია. ლებრონს NBA-ის ყველა ფრენჩაიზის წინააღმდეგ მინიმუმ 1 მატჩი მაინც აქვს ჩატარებული, რომელშიც 40+ ქულა დააგროვა.

https://twitter.com/uninterrupted/status/1618114020426551296

ლებრონ ჯეიმსის უნიკალური რეკორდი

სტატიის ავტორი
-