Belive

ლებრონ ჯეიმსმა კობის პატივსაცემად ტატუ დაიხატა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მსოფლიო მასშტაბით მის მიმართ არაერთი პატივსაცემი ქმედება განხორციელდა. ემოციური პოსტის შემდეგ, რომელიც ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტის გარდაცვალებას მიუძღვნა, მეფემ ფეხზე კობის პატივსაცემად ტატუც დაიხატა.
83346005_812967205848486_427301391426387968_n
შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი 26 იანვარს შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა, შავი მამბას ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში კი სწორედ ლებრონ ჯეიმსს ეძღვნებოდა - მეფემ კობის ყველა დროის მექულეთა სიაში გადაასწო, "შავმა მამბამ" ჯეიმსს უდიდესი პატივისცემით მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სხვა სტატიები