Belive

ლებრონ ჯეიმსმა NBA-ის რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,გოლდენ სტეიტ უორიორსს'' უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:116 დაამარცხა. მატჩში 56 ქულით, 10 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. შედეგად, 37 წლის ფორვარდი გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც შეხვედრაში 50+ ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი. ლებრონის გარდა, ამ ასაკში 50+ ქულის მოგროვება მხოლოდ სამმა მოთამაშემ - მაიკლ ჯორდანმა, კობი ბრაიანტმა და ჯამალ კროუფორდმა შეძლეს. ჯეიმსი NBA-ის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 29,4 ქულას, 8,1 მოხსნას, 6,2 შედეგიან გადაცემას, 1,5 ჩაჭრასა და 1 დაფარებას აგროვებს.


სხვა სტატიები