Belive

ლებრონ ჯეიმსს COVID-19 დაუდასტურდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი, კოვიდინფიცირებულია. "გუნდში ინფორმაცია სამშაბათს დილით გავიგეთ, რის გამოც ის ცალკე, "საკრამენტოს" წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ლოს ანჯელესში დაბრუნდა", - აცხადებს ლეიკერსის მწვრთნელი, ფრენკ ვოგელი. ამჟამად, ლებრონ ჯეიმსი, ნაციონალური საკალათბურთო ასოცაციის მიერ მიღებული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პროტოკოლის დაქვემდებარებაშია. ლებრონი მე-17 კალათბურთელია, სეზონის დაწყებიდან, ვინც NBA-ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლს ექვემდებარება. 36 წლის სუპერვარსკვლავს, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, მიმდინარე სეზონში საშუალოდ 25.8 ქულა, 5.2 მოხსნა და 6.8 შედეგიანი გადაცემა აქვს. საყურადღებოა, რომ ლებრონის გარეშე "ლეიკერსმა" "საკრამენტო" გასვლით მატჩში, ანგარიშით - 92:117, დაამარცხა.

სხვა სტატიები