Belive

ლებრონ ჯეიმსს დამაინტრიგებელი კითხვა დაუსვეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თუ თავად კალათბურთელს დავუჯერებთ, ლებრონ ჯეიმსი იმაზე უკეთესია ვიდრე ოდესმე ყოფილა. გვიან ღამით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დასრულდა, რომლის ჩემპიონის ტიტული "ლეიკერსმა" მოიპოვა. ჩემპიონობის შემდგომ ინტერვიუში კი ESPN-ის ჟურნალისტმა ლებრონს დამაინტრიგებელი კითხვა დაუსვა.
ჟურნალისტი: როგორ ფიქრობ, 27 წლის ლებრონსა და 35 წლის ლებრონს შორის, რომელია საუკეთესო? ლებრონ ჯეიმსი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 35 წლის ლებრონ ჯეიმსზე წინ არცერთი მისი შესაძლო ვარიანტი არაა. პირველ რიგში ეს ყველაფერი მენტალური მდგომარეობითაა გამოწვეული. ვფიქრობ, რომ მოცემული ორი შესაძლო ვარიანტიდან 35 წლის ლებრონი აუცილებლად დომინანტი იქნებოდა. 
რაც შეეხება არსებულ რეალობას, ცალსახაა, რომ ლებრონი ამჟამად მართლაც შეუდარებელი გახლდათ, მისი საშუალო მონაცემები ასეთია - 30 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა.

სხვა სტატიები