Belive

ლებრონი, ტომპსონი, დევისი - ლეიკერსის ფენომენალური ტრიო?!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" შესანიშნავ სამეულს უყრის თავს. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის მხარდამხარ შესაძლოა ენტონი დევისმა და კლეი ტომპსონმა ითამაშონ. "ნიუ ორლეანს პელიკანსის" ლიდერმა, ენტონი დევისმა ღიად დააფიქსირა "პელიკანსის" დატოვების სურვილი. წყაროს მტკიცებით, დევისმა გუნდის მესვეურებს მისი ტრეიდზე დაყენება მოსთხოვა, რათა "ლეიკერსში" გააგრძელოს კარიერა. გავლენიანი სპორტული მედია საშუალება ESPN-ი, "ლეიკერსში" ფენომენალური შემტევი ტრიოს შექმნის შესახებ აქტიურად იუწყება. ESPN-ის რეპორტიორების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ "გოლდენ სტეიტი" კლეი ტომპსონს მაქსიმალურ კონტრაქტს არ შესთავაზებს იგი ოკლენდელთა რიგებს დატოვებს. "უორიორსის" დატოვების შემთხვევაში, ტომპსონი სწორედ "ლეიკერსს" განიხილავს იდეალურ ალტერნატივად - განსაკუთრებით იმ ფონზე თუ "სტეპლს ცენტრში" ლებრონი და დევისი დახვდებიან.

სხვა სტატიები