Belive

ლებრონის ბრწყინვალე თამაშმა ლეიკერსი მარცხისგან ვერ იხსნა (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის სასტარტო შეხვედრაში, "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი" "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდა. "ლეიკერსის" მაისურით ლებრონ ჯეიმსის სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა. პორტლენდში გამართული შეხვედრა, "ბლეიზერსის" გამარჯვებით (128:119) დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა - თუმცა მისი გარჯა ამაო გამოდგა. "ლეიკერსის" ლიდერმა პარკეტზე 37:20 წუთი დაჰყო. აღნიშნულ დროში ლებრონმა 26 ქულა, 6 ასისტი და 12 მოხსნა მიითვალა.

სხვა სტატიები