Belive

ლებრონის პირველი გამარჯვება ლეიკერსში (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. NBA-ს პრე-სეზონის მეორე შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდა. "სტეპლს ცენტრში" გამართული შეხვედრა საკმაოდ შედეგიანი და დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, "ლეიკერსმა" მოწინააღმდეგე 128:123 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა პარკეტზე 15:38 წუთი დაჰყო. აღნიშნულ დროში ლებრონის მონაგარი 18 ქულას, 3 მოხსნასა და 4 ასისტს შეადგენს.

სხვა სტატიები