Belive

ლებრონის რეკორდი ჩიკაგოსთან მატჩში 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ჩიკაგო ბულსი" 118:112 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარა. ლოს ანჯელესელთა ლიდერის ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე სამმაგი დუბლი იყო: 30 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა. "მეფე" NBA-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ზედიზედ სამ შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა. ამ შედეგს "ლეიკერსის" 23-ე ნომერმა 34 წლისა და 310 დღის ასაკში მიაღწია. წინა რეკორდი ჯეისონ კიდს ეკუთვნოდა, რომელმაც 2008 წლის იანვარში, ზედიზედ სამმაგი დუბლი 34 წლისა და 291 დღის ასაკში გაიფორმა. მთლიანობაში, ბოლო სამ მატჩში ლებრონმა 90 ქულა, 33 მოხსნა და 40 შედეგიანი პასი მოაგროვა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ასეთი რამ ერთადერთმა კალათბურთელმა, რასელ უესთბრუქმა გააკეთა. "ლეიკერსი" 6 მოგებითა და 1 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი უკავია და შემდეგ შეხვედრას "მაიამი ჰიტთან" შინ გამართავს.

სხვა სტატიები