Belive

ლებრონის შვილს ტრიბუნიდან კანფეტი ესროლეს (ვიდეო) 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

როგორც ჩანს მტრები, მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს კი არა, მის ახალგაზრდა ვაჟსაც ჰყავს. ბრონ ჯეიმსი 15 წლის კალათბურთელია, რომელიც ამერიკის სასკოლო ლიგის გუნდ "სიერა კანიონში" ირიცხება. მორიგი შეხვედრის მიმდინარეობისას, ბრონს ტრიბუნიდან უცნობი საგანი ესროლეს, მსაჯმა თამაში შეაჩერა და პროვოკაციის ავტორ გულშემატკივარს დარბაზის დატოვება უბრძანა, ბრონ ჯეიმსის მიმართულებით ნასროლი საგანი კი კანფეტი აღმოჩნდა. მატჩს თავად "მეფეც" ესწრებოდა, რომელმაც გაბრაზება Twitter-ის საშუალებით გამოხატა. "სიძულვილმა ასაკი არ იცის. თუმცა ჯეიმსების ბანდა შეიარაღებულია და მზადყოფნაშია. ჩვენ გავაგრძელებთ,"-დაწერა "ლეიკერსის" ფორვარდმა.

სხვა სტატიები