Belive

ლებრონმა დირკ ნოვიცკის გადაასწრო 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 105:102 დაამარცხა. შეხვედრაში მორიგი მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა ლებრონ ჯეიმსმა. "მეფემ" კარიერაში 7241-ე საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო, დირკ ნოვიცკის გადაასწრო და ამ კომპონენტში NBA-ს ისტორიაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ამ კომპონენტში ლიდერი "იუტა ჯაზის" ყოფილი კალათბურთელი კარლ მელოუნია, რომელსაც 9787 თავისუფალი ტყორცნა აქვს ჩაგდებული, მას მოსის მელოუნი, კობი ბრაიანტი, ოსკარ რობერტსონი და მაიკლ ჯორდანი მოყვებიან, შესაბამისად 8531, 8378, 7694 და 7327 ზუსტი ტყორცნით.

სხვა სტატიები