Belive

ლებრონმა NBA-ში მორიგი რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა. NBA-ს ლეგენდარულმა კალათბურთელმა გუშინ "მემფისის" წინააღმდეგ 31 ქულა ჩააგდო, გააკეთა 11 ასისტი და 12-ჯერ მოახერხა ბურთის მოხსნა. ჯეიმსს აღნიშნული მატჩის შემდეგ კარიერაში 8535 ასისტი დაუგროვდა, რითაც NBA-ს ყველა დროის 10 საუკეთესო ასისტენტში შევიდა. რაც შეეხება რეკორდს, ლებრონი გახდა ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ქულებისა და ასისტების მაჩვენებელით TOP 10-ში შედის.

სხვა სტატიები