Belive

ლებრონმა ტრავმა მიიღო

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
26 დეკემბერს სრულიად საკალათბურთო სამყაროს ყურადღება "ლოს ანჯელეს ლეიკერსისა" და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" დაპირისპირებამ მიიპყრო. შეხვედრა "ლეიკერსის" გამარჯვებით, ანგარიშით 127:101 დასრულდა, თუმცა მესამე მეოთხედში საკმაოდ ცუდი რამ მოხდა - ლებრონ ჯეიმსმა ტრავმა მიიღო, როგორც ზედაპირული დაკვირვების შედეგად გამოირკვა მან საზარდულის მიდამო დაიზიანა, უფრო ზუსტი სამედიცინო დიაგნოზი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. "ტრავმები საკმაოდ იშვიათია ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ჩვენ ბრწყინვალე სამედიცინო ჯგუფი გვყავს და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი მარტივად და მალე ჩაივლის", - განაცხადა მეფემ. ლებრონმა "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ პარკეტზე 21 წუთი და 15 წამი გაატარა, შეხვედრის ნაადრევად დასრულების მიუხედავად მან ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა.    

სხვა სტატიები