Belive

ლეგენდის პატივსაცემად - NBA 6-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს!

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ლეგენდარული ბილ რასელის ხსოვნის პატივსაცემად, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ხმარებიდან 6-ნომრიან მაისურს ამოიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება NBA-ს ყველა გუნდს შეეხება.
"ბილ რასელის უბადლო და განუმეორებელი წარმატება კალათბურთში და სამოქალაქო უფლებების აქტივიზმში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი, პატივისცემას უნიკალური და ისტორიული გზით იმსახურებს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ყველა გუნდის ხმარებიდან 6-ნომრიან მაისურს სამუდამოდ ამოიღებს, რათა ბილის ტრანსცენდენტული კარიერა საყოველთაოდ იქნას აღიარებული", - აღნიშნა NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა.
შეგახსენებთ, NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელი - ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 11 საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი და 5-გზის MVP 1990-იან წლებში მაიკლ ჯორდანის დომინირებამდე, ბევრის აზრით NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაც მიიჩნეოდა. ბილ რასელმა პროფესიონალური კარიერა სრულად “ბოსტონ სელტიქსში” (1956-69) გაატარა და ეს კლუბი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვნად აქცია. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, იგი “ბოსტონის” გარდა “სიეტლ სუპერსონიქსსა” და “საკრამენტო კინგსს” წვრთნიდა.

სხვა სტატიები