Belive

ლეიკერსი გასოლის 16 ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

"ლეიკერსის" მესვეურების გადაწყვეტილებით, ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელის - პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან იქნება ამოღებული. ღონისძიება 2023 წლის 7 მარტს გაიმართება, როდესაც ერთმანეთს "ლეიკერსი" და "მემფისი" შეხვდებიან. სწორედ "მემფისიდან" დაიწყო პაუ გასოლის ამერიკული კარიერა. ლოჯ-ანჯელესურმა კლუბმა ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გასოლი გახდება "ლეიკერსის" მეთორმეტე კალათბურთელი, რომლის პატივსაცემად მისი ნომერი ხმარებიდან იქნება ამოღებული. 2021 წლის ოქტომბერში, ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ იგი პროფესიონალურ საკალათბურთო კარიერას ასრულებდა. სწორედ იმ დღეს "ლეიკერსის" მფლობელმა - ჯინი ბასმა ტვიტერში დაწერა, რომ კლუბი ("ლეიკერსი") მის სათამაშო ნომერს (#16) ხმარებიდან ამოიღებდა. გასოლი "ლეიკერსის" ღირსებას შვიდი სეზონის განმავლობაში, 2008-2014 წლებში იცავდა. მან ლოს-ანჯელესურ კლუბთან ერთად 3 სუპერფინალი ითამაშა, საიდანაც საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება 2-ჯერ შეძლო. 429 მატჩში, ესპანელის საშუალო მონაგარი: 17.7 ქულა, 9.9 მოხსნა და 3.5 პასი იყო.

სხვა სტატიები