Belive

ლეიკერსის 2 და ბოსტონის 1 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელეს "ლეიკერსის" 2 მოთამაშესა და "ბოსტონის" 1 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. "ბოსტონიდან" ინფიცირებული - მარკუს სმარტია, ხოლო "ლეიკერსის" მოთამაშეების ვინაობა უცნობია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდათ, თუმცა ანალიზებმა სხვა პასუხი აჩვენა.

უფრო ზუსტი და მნიშვნელოვანი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები