Belive

ლეიკერსისა და კლიპერსის ბოიკოტი მთელ სეზონს!

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
27 აგვისტოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საპლეიოფო დაპირისპირებების 3 თამაში ბოიკოტის მიზეზით გადაიდო. ბოიკოტის მიზეზი ვისკონსინის შტატში პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკის დაჭრაა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო ტალღას ცინცინატის მასტერსზე მოასპარეზე ჩოგბურთელებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოიკოტი მხოლოდ 1-დღიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა უახლესი ინფორმაციის თანახმად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი უძლიერესი გუნდი - "ლეიკერსი" და "კლიპერსი" ბოიკოტს მთლიანად წლევანდელ სეზონს უცხადებენ. რამდენად რეალურია სეზონის ჩაშლა მომხდარი ინციდენტის გამო ამას დრო გვაჩვენებს, აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთმა საკალათბურთო ექსპერტმა საკუთარი აზრი დააფიქსირა:
"ვფიქრობ, რომ საპროტესტო ტალღა ძალადობრივი ქმედებების მიმართ კარგია, თუმცა ამის გამო მთლიანი სეზონის ჩაშლა?! დაუჯერებელია... ძალიან მაინტერესებს რა გაგრძელება მოყვება აღნიშნულ საკითხს და როგორ განვითარდება მოვლენები", - აცხადებს კალათბურთის ანალიტიკოსი.

სხვა სტატიები