Belive

ლეონარდის 45 ქულა - კლიპერსმა დალასთან სერია მე-7 მატჩში გადაიყვანა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის ფლეიოფის პირველი რაუნდის მე-6 შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა'' ,,დალას მავერიქსი'' სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104-97 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი გამოდგა, რომელიც ტაირონ ლუს გუნდმა 11 ქულით მოიგო. ,,კლიპერსს'' 45 ქულით, 6 მოხსნით, 3 ასისტითა და 2 ჩაჭრით კავაი ლეონარდმა ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა პოლ ჯორჯმა - 20 ქულა, 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება. ,,დალასის'' შემადგენლობაში საუკეთესო ტრადიციულად ლუკა დონჩიჩი იყო - სლოვენიელმა 40 წუთში 29 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. სერიის გადამწყვეტი, მე-7 მატჩი ხვალ, ლოს ანჯელესში გაიმართება. ,,კლიპერსსა'' და ,,მავერიქსს'' შორის გამარჯვებული დასავლეთ კონფერენციის ფლეიოფის ნახევარფინალში ,,იუტა ჯაზს'' დაუპირისპირდება.

შეხვედრის მიმოხილვა

სხვა სტატიები