Belive

ლექსო ლაფანაშვილი თსუ-ს მწვრთნელად დაინიშნა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო სუპერლიგაში მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ლექსო ლაფანაშვილი გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტთან თსუ-ს ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სლოვენიელ დეიან პროკიჩს უნდა გაეწვრთნა, თუმცა ის მანამდე დაშორდა გუნდს, სანამ თბილისში ჩამოვიდოდა და გუნდს ჩაიბარებდა. თსუ-ს ხელმძღვანელბამ ღირსეული შემცვლელი მონახა და კონტრაქტი საქართველოს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ მწვრთნელს გაუფორმა. ლაფანაშვილი ერთადერთი სპეციალისტია საქართველოში, რომელსაც როგორც სუპერლიგა, ისე მისი 1 საფეხურით დაბლა მყოფი "ა" ლიგა აქვს მოგებული. 2017 წელს ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით კლუბმა "დელტამ" "ა" ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში აღზევდა, თუმცა მის ნაცვლად გუნდის მწვრთნელად მიყვანილმა უკრაინელმა სპეციალისტმა ვერ გაამართლა და დელტელებმა 2018 წელს სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს. 2018-2019 წლების, ანუ გასულ სეზონში ლაფანაშვილი "დელტას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დააბრუნეს და ეს გუნდი სუპერლიგის ჩემპიონი გახდა. 2019-2020 წლების სეზონში ლექსო ლაფანაშვილი უკვე თსუ-ს უთავკაცებს. ახალგაზრდა მწვრთნელი უკვე შეუდგა სტუდენტურ გუნდში მუშაობას და შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესიც დასასრულს უახლოვდება. ახლო მომავალში თსუ საკუთარი ახალი შემადგენლობის პრეზენტაციას მოაწყობს.

სხვა სტატიები