ილიას ზუროსი | უკრაინასთან მატჩში გულშემატკივრის გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება

ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მომავალ მატჩებზე ილაპარაკა.

„ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩებისთვის აქტიურად ემზადება.

მიხარია და მადლობელი ვარ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციამ გასწია დიდი სამუშაო, რათა შეეგროვებინა და დახმარებოდა მოთამაშეებს აქ ჩამოსვლაში.

მეორეს მხრივ, სამწუხაროა, რომ გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე. ამ შეხვედრებში ისინი ვერ გვეხმარებიან და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაგვიბრუნდებიან.

რთული თამაშები გველის, განსაკუთრებით ახლა, როცა, ტრავმირებულები გვყავს და რთულია გუნდურად მუშაობა.

მაქსიმუმს გავაკეთებთ, ვეცდებით ამ თამაშებიდან რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ და მზად ვიყოთ მთელი ტურნირისთვის. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ეს ფანჯარა არ გვაქვს, კიდევ არის ერთი ფანჯარა თებერვალში, ერთი ზაფხულში, რომლებიც უნდა მოვიგოთ, რომ შანსი გვქონდეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის.

მინდა, რომ დარბაზში გულშემატკივარი მოვიდეს და დაგვეხმაროს. მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.  იმედი მაქვს, ჩვენს გუნდს საუკეთესო შედეგები ექნება,” – თქვა ილიას ზუროსმა.

საქართველო-უკრაინის დაპირისპირება თბილისის სპორტის სასახლეში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე გულშემატკივრის 30%-ის დასწრება იქნება დაშვებული.

წყარო: 1tv.ge

 

(249)

ილიას ზუროსი | უკრაინასთან მატჩში გულშემატკივრის გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება

სტატიის ავტორი
-