Belive

ლილარდის დღე: NBA-ს რეკორდი და გამარჯვება ვიცე-ჩემპიონთან 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
როცა საჯარიმოს გარედან სროლაზე და აქ დამყარებულ რეკორდებზე ვსაუბრობთ პირველ რიგში სტეფ კარი, რეჯი მილერი ან რეი ალენი უნდა გაგვახსენდეს, თუმცა NBA-ს რეკორდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დამყარდა, დამიან ლილარდს ეკუთვნის. რეგულარული გათამაშების მორიგ დაპირისპირებაში "პორტლენდმა" საშინაო არენაზე, ცუდ დღეში მყოფი ვიცე-ჩემპიონი მიიღო და ბევრი ჭიდაობის შემდეგ, ოვერტაიმში - 129:124 დაამარცხა. მატჩის გმირი "ბლეიზერსის" თილისმად ქცეული ლილარდი გახდა, ამ ადამიანმა ყველაზე მეტი - 61 ქულა, 11 მოხსნა და სამმაგ დუბლამდე სამი შედეგიანი გადაცემა დააკლდა. ეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მოთამაშემ 60 ქულას ისე უწია, რომ 3-ქულიანის დისტანციიდან სულ მცირე 10-ჯერ ზუსტად სტყორცნა (11). 29 წლის კალათბურთელი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 2012 წლის დრაფტზე მეექვსე ნომრად აირჩიეს, ის "პორტლენდში" მერვე სეზონს ატარებს. დასავლეთ კონფერენციაში, "პორტლენდი" (19/26 მოგება/წაგებათა ბალანსი) მეათე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები