Belive

ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელი მარიხუანას შენახვის გამო დააპატიმრეს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ლოს აჯნელეს ლეიკერსის" კალათბურთელი, ალექს კარუზო დაპატიმრებულია. როგორც ამერიკული მედიიდან ირკვევა, 27 წლის დამცველი ტეხასში მარიხუანასა და ნარკოტკიული ატრიბუტიკის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ NBA-ის მოქმედი ჩემპიონის წევრი ტეხასში მდებარე A&M-ის უნივერსიტეტში დააკავეს, სადაც იგი თავის პროფესიონალურ კარიერას იწყებდა. ESPN-ის ინფორმაციით, დკავებამდე, კარუზო უნივერსიტეტთან ყველაზე ახლოს მდებარე, მაკკინზის აეროპორტის მეშვეობით ტეხასის დატოვებას ცდილობდა. ამავე წყაროს ცნობით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კარუზოს ჩანთები გაჩხრიკა სადაც მწვანილის საფქვავი აღმოაჩინა, რომელშიც მარიხუანა იყო განთავსებული. როგორც ირკვევა, კარუზოს ჩანთაში 50 გრამზე მეტი მარიხუანა იყო აღმოჩენილი. ალექს კარუზო 2016 წლამდე, NBA-ის G ლიგაში თამაშობდა, 2016 წლის დრაფტზე კი იგი "ფილადელფიამ" აირჩია და მან მონაწილეობა საზაფხულო ლიგაში მიიღო, თუმცა 23 სექტემბერს იგი გუნდიდან გაათავისუფლეს. 17 ოქტომბერს იგი "ოკლაჰომა სითი თანდერმა" დაიმატა, მაგრამ უკვე 3 ნოემბერს კვლავ G ლიგაში დააბრუნა და მანაც "ოკლაჰომა სითი ბლუს" მაისური მოირგო. 2017 წლის 13 ივლისს ალექს კარუზო "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეუერთდა და სამი წლის თავზე NBA-ის საჩემპიონო ბეჭედიც მოიპოვა.

სხვა სტატიები