Belive

ლოს ანჯელეს ლეიკერსს ახალი მთავარი მწვრთნელი და ასისტენტი ეყოლება!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"USA TODAY"-სა და "ESPN.COM"-ის ინფორმაციით ფრენკ ვოგელმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. 45 წლის ამერიკელი სპეციალისტი "ორლანდოსა" და "ინდიანაში" მოღვაწეობდა. ის არ იყო სასურველ მენეჯერთა სიაში, რომლებიც "ლეიკერსის" გულშემატკივრებს სურდათ ლუკ უოლტონის წასვლის შემდეგ. თუმცა, საბოლოოდ გუნდის ხელმძღვანელობამ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა და მთავარ მწვრთნელადაც მოიწვია. ასევე აღსანიშნავია, რომ "ბრუკლინისა" და "მილუოკის" მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი და ლეგენდარული ჯეისონ კიდი, ვოგელის თანაშემწე გახდება ლებრონის გუნდში.

სხვა სტატიები