Belive

ლუკა ალავიძე: "ჩვენ ვართ პირველები, ვინც ასეთი დონის ტურნირზე ვთამაშობთ"

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე ზაზა ფაჩულიას U18-მა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა “ოლიმპიაკოსი” 78:72 დაამარცხეს. Live.Ge მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, "ზაზა ფაჩულიას აკადემიის" გამთამაშებელს, ლუკა ალავიძეს დაუკავშირდა. 16 წლის კალათბურთელმა 21 ქულა, 9 მოხსნა და 7 გადაცემა მიითვალა.
„ზაზას ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ არის პირველი ქართული გუნდი, რომელიც ასეთი დონის ასაკობრივ ტურნირზე იღებს მონაწილეობას. პირველ რიგში, ამ ჩემპიონატზე ასპარეზობა ძალიან დიდი გამოცდილება და პატივია. ჩემთვის, როგორც მოთამაშისთვის, მნიშვნელოვანი იყო ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც "ოლიპიაკოსია", თანაც საბერძნეთში. ნამდვილად არ იყო მარტივი თამაში, პირველივე წუთიდან იგრძნობოდა დაძაბულობა, მაგრამ გუნდურობამ მოგვცა საშუალება დაგვემარცხებინა მოწინააღმდეგე. ხვალაც რთული თამაში გველოდება "ჰელსინკის საკალათბურთო გუნდთან" და ვიმედოვნებ. რომ ეს შეხვედრაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება," - გვითხრა ლუკამ.
მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები მე-5 ადგილის დასაკავებლად გამართავენ. მეტოქე "ჰელსინკია".

სხვა სტატიები