Belive

ლუკა დონჩიჩი NBA-ს რეკორდსმენია  

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"დალას მავერქისის" ცენტრ ლუკა დონჩიჩს შესანიშნავი სეზონი აქვს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, ტეხასურ დაპირისპირებაში "მავერიქსმა' "სან ანტონიო" 117:110 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ახალგაზრდა სლოვენიელი კალათბურთელის აქტივში 42 ქულა, 11 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა იყო, შესაბამისად სამმაგი დუბლიც. დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა, თანაც ისე, რომ სულ მცირე 40 ქულა ჩააგდო. ამ დროს ის 20 წლის და 263 დღის იყო. აქამდე, რეკორდი ლებრონ ჯეიმმს ეკუთვნოდა, რომელმაც 2005 წლის აპრილში "კლივლენდ კავალიერსის" მაისურით 40 ქულა მოიპოვა, 10 მოხსნა და ამდენივე პასი მოაგროვა. ლუკა დონჩიჩი 2015-18 წლებში, მადრიდის "რეალში" თამაშობდა და "სამეფო კლუბთან" ერთად ევროლიგის 2018 წლის გათამაშების ჩემპიონი, ასევე ტურნირის რეგულარული გათამაშების და ოთხთა ფინალის MVP გახდა. დონჩიჩი NBA-ში მეორე სეზონს ატარებს.

სხვა სტატიები