Belive

ლუკა დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანს გადაასწრო

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი საკალათბურთო რეგულარული სეზონი დაიწყო, სადაც უკვე არაერთი სანახაობრივი, დრამატული და სუპერ თამაში იხილა გულშემატკივარმა. 17 იანვარს, ერთმანეთს "დალასი" და "ჩიკაგო" დაუპისირპირნენ, შეხვედრა საწყის ეტაპზე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ნახევრიდან ჩიკაგოელებმა მეტოქე საგრძნობლად დაჯაბნეს და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე "დალასის" ახალგაზრდა კალათბურთელი, ყველასათვის კარგად ნაცნობი, ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც ფენომენალური სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა. ლუკამ პარკეტზე 37:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 36 ქულას, 16 მოხსნასა და 15 ასისტს მოუყარა თავი, შესაბამისად სამმაგი დუბლი გაიფორმა. ზემოთხსენებული სამმაგი დუბლი ლუკა დონჩიჩის ამერიკულ კარიერაში რიგით 29-ე გახლდათ და ამ მაჩვენებლით სლოვენიელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანს გადაუსწრო, რომელსაც კარიერის განმავლობაში 28 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული. სამმაგი დუბლების სტატისტიკურ მაჩვენებელს ოსკარ რობერტსონი (181) ლიდერობს, მეორე ადგილზე კი რასელ ვესტბრუკია, რომელსაც კარიერის მანძილზე სამმაგი დუბლი 150-ჯერ აქვს შესრულებული. აღსანიშნავია, რომ სამმაგი რუბლების სარეკორდო სიის ათეულში 4 მოქმედი კალათბურთელია - მე-5 პოზიციაზე ლებრონ ჯეიმსი (95), მე-8 პოზიციაზე ჯეიმს ჰარდენი (47) და მე-9 პოზიციაზე ნიკოლა იოკიჩი (46).

სხვა სტატიები